|
2023-10-24 12:37:00, 748 ნახვა
ეკონომიკა
დაცული ტერიტორიების სააგენტოში ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტი განიხილეს
დაცული ტერიტორიების სააგენტოში ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სამუშაო შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის, ბიომრავალფეროვნების დაცვასთან ერთად, გარემოსდაცვით საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა და მათი ეკოტურისტული საქმიანობის მხარდაჭერა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა, რათა სწორად მოხდეს საჭირობების და შესაძლო მიდგომების განსაზღვრა კონკრეტული მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ეკოტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი წარმოადგენს დაცული ტერიტორიის უახლოესი 10 წლის ზოგად ხედვას, რომელიც მიღწეული უნდა იყოს მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი მიდგომებისა და რეკომენდაციების დანერგვითა და შესრულებით. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გენერალური გეგმის პროექტი შემუშავებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში. დოკუმენტის შექმნაზე იმუშავა შპს „ჯეონეიჩარ კორპორაციამ“, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, ეკოტურიზმის განვითარების გენერალური გეგმა, ჯამში, 17 დაცული ტერიტორიისთვის შემუშავდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)