|
2023-10-20 19:59:30, 1004 ნახვა
ეკონომიკა
თამარ გაბუნიამ, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
თამარ გაბუნიამ, შვეიცარიაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ადამიანის უფლებები და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის პირველმა პირებმა და ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს. მაღალი დონის შეხვედრაზე, ღონისძიების მონაწილეებმა, 1994 წელს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) მიერ მიღებული სამოქმედო პროგრამის განხორციელების 30 წლიანი პროგრესი შეაჯამეს. განიხილეს, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყნებს დააჩქარონ პროგრესი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საყოველთაო ხელმისაწვდომობისკენ. კონფერენციაზე ,სიტყვით გამოვიდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. თამარ გაბუნიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები არის განვითარებისა და ინდივიდუალური კეთილდღეობის ძირითადი ხელშემწყობი და უნდა დარჩეს უმთავრეს პრიორიტეტად, ვინაიდან მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ადგენს მკაფიო კავშირს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, ადამიანის უფლებებსა და მდგრად განვითარებას შორის. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჯანდაცვის სერვისებზე უნივერსალური წვდომას, პერინატალური და ანტენატალური სერვისების რეგიონალიზაციისა და ოჯახის დაგეგმვის სერვისების დანერგვის მნიშვნელობასაც. რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების პროგრესის დაჩქარების მიზნით, საქართველოში არაერთი რეგიონული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. რეგიონულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, პაატა შავიშვილი ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)