|
2023-10-19 17:20:50, 1189 ნახვა
ეკონომიკა
ქარქაშაძე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს აეროპორტებიდან ერთადერთია, რომელმაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 93%-ით გადააჭარბა
საქართველოს აეროპორტებიდან 9 თვის ჭრილში, პანდემიამდელი პერიოდის მგზავრთნაკადის გაუმჯობესების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გამოირჩევა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. ქარქაშაძის განცხადებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი ერთადერთია, სადაც პანდემიამდელი მგზავრთნაკადის ზრდა ფიქსირდება. „2023 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდის, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ერთადერთი აღმოჩნდა, სადაც მგზავრთნაკადი გაიზარდა და თანაც 93 %-ით. ანუ თითქმის გაორმაგდა. მაშინ როდესაც, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით სრულ აღდგენას - 7 % დააკლდა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი სრულად აღდგა. ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა ჯამში 4 მილიონ ნახევარს გადააჭარბა. რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით სრულად არის მგზავრთნაკადი აღდგენილი და დაახლოებით 10 %-იანი ზრდა გვაქვს. მგზავრთნაკადის აღდგენის კუთხით კი ძირითადი წვლილი ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის. ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ ქუთაისში მილიონ 200 ათასზე მეტ მგზავრს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ვითარდება. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა იზრდება“,- განაცხადა ქარქაშაძემ. მისი თქმით, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის სიდიდით მეორე აეროპორტია, სადაც ევროპასთან ყველაზე მეტი პირდაპირი ფრენა ხორციელდება. დეკემბრიდან კი Wizz Air-ის მეოთხე ბაზის საშუალებით პირდაპირი საჰაერო კავშირი სკანდინავიის ქვეყნებთან, კერძოდ დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენთან მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)