|
2023-10-19 11:04:51, 1132 ნახვა
ეკონომიკა
სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით, თელავის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მიშელ კოშიელსკი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში, კაკლის შემნახველ-გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ კაკლის შემნახველ-გადამმუშავებელ საწარმო „ჯივიენში“, ერთდროულად, 300 ტონა კაკლის შენახვა-გადამუშავებაა შესაძლებელი. კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, დაახლოებით 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა; მათ შორის, USAID-ის გრანტი 75,000 აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსება - 500,000 ლარია. საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული. „კომპანია „ჯივიენი“ არის კარგი მაგალითი, როდესაც დონორის დაფინანსება და სახელმწიფო კონტრიბუცია ერთობლივად იქნა გამოყენებული ახალი საწარმოს შექმნისთვის“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ. „ჩვენ გავხსენით საწარმო, რომელიც დაეხმარება ქართულ კაკალს ექსპორტზე გავიდეს ევროკავშირის მაღალი ღირებულების ბაზრებზე. ეს არის ამერიკისა და საქართველოს მთავრობებსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის კარგი მაგალითი. ეს არის მაგალითი, თუ როგორ ეხმარება ამერიკა, ამერიკის მთავრობა სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერებას”, - აღნიშნა USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა, მიშელ კოშიელსკიმ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, სოფლის განვითარების სააგენტოს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, ჯამში, 232 საწარმოა თანადაფინანსებული; სახელმწიფო გრანტის ოდენობამ 112 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)