06:27 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 09:23:26, 821 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბლინკენი მეფე აბდულა II-სა და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება.

ამასთან, როგორც ბლინკენმა ისრაელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აშშ ქვეყნებს კონფლიქტის მოგვარებისა და ტყვეების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"ყოველ ასეთ შეხვედრაზე ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნებისთვის დაჟინებულ თხოვნას, რათა აღვკვეთოთ კონფლიქტის გაფართოება და „ჰამასზე“ მათი ბერკეტები გამოვიყენოთ ტყვეების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად”,- განაცხადა ბლინკენმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეგვიპტეს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარსაც ეწვევა. ბლინკენი გუშინ, 12 ოქტომბერს ისრაელში იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics