07:22 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 11:46:07, 637 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მელინე არაკელიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიური მისიის განხორციელებაში წარმატებები უსურვა. მან ნიდერლანდების მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა თავდაცვის ტრანსფორმაციისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდის კუთხით და მადლიერება გამოხატა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში ნიდერლანდების მიერ შეტანილი წვლილისთვის. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIBS) და სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივებში ნიდერლანდების წვლილზე. საუბარი შეეხო კრიზისების მართვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებსაც. აღინიშნა ნატო-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდში ნიდერლანდების ფინანსური მხარდაჭერა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებიც განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო განათლებისა და სამხედრო სწავლებებში ქართველი და ჰოლანდიელი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის საკითხებს.

განხილვის თემას წარმოადგენდა ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებიც. ხაზგასმით აღინიშნა სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუცია.  

შეხვედრას ნიდერლანდების სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ერიკ ვან ვურენი დაესწრო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics