13:41 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 17:23:16, 829 ნახვა

საზოგადოება
კონსერვატორიის აკადემიური საბჭო რექტორის არჩევნებზე წულუკიანის ბრძანების გაუქმებას ითხოვს

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭო რექტორის არჩევნებზე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების გაუქმებას ითხოვს. 

აკადემიური საბჭო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კონსერვატორიამ უნდა განაგრძოს მოქმედი წესდების სრული დაცვით წარმოებული რექტორის არჩევნების პროცესი.

"მიგვაჩნია, რომ კონსერვატორიამ უნდა განაგრძოს კანონმდებლობის და კულტურის სამინისტროს მიერ 2014 წლის 7 ივლისის No05/90 ბრძანებით დამტკიცებული და დღეს მოქმედი კონსერვატორიის წესდების სრული დაცვით წარმოებული რექტორის არჩევნების პროცესი და აქედან გამომდინარე, გთხოვთ, გააუქმოთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის (No16 სხდომაზე) დადგენილების გაუქმების შესახებ („სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“)", - ნათქვამია განცხადებაში. 

აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია 7 წევრით. მათგან ზემოთ აღნიშნული განცხადების ტექსტს მხარი ექვსმა დაუჭირა.

  • ნანა შარიქაძე - აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
  • მარინა ქავთარაძე
  • გვანცა ღვინჯილია
  • გიორგი (გოგა) შავერზაშვილი
  • მერი ჟვანია
  • ზეინაბ (ლალი) ბაქრაძე

ცნობისთვის, 26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 27 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics