13:40 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 16:04:02, 833 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის კლიმატის სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქ. ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 67-ე გენერალური კონფერენციაში მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის კლიმატის, გარემოს დაცვის, ენერგიის, ტრანსპორტის, ინოვაციისა და ტექნოლოგიის ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანს ჰერბერტ კასერს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და ავსტრიას შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა. სოლომონ პავლიაშვილმა ტყის მდგრადი მართვის, დაცული ტერიტორიების, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ გადაიდგა სათანადო ნაბიჯები, რათა შესრულებულიყო ის პუნქტები, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროგრესი სათანადოდ იქნება შეფასებული.

„გენერალურმა მდივანმა ჰერბერტ კასერმა დადებითად შეაფასა ავსტრიასა და საქართველოს შორის პარტნიორობა, მიღწეული შედეგები და გამოხატა სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა სახიფათო ნარჩენების მართვის, ასევე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროებში გამოცდილების გაზიარების კუთხით. მხარეებმა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს.

შეხვედრას საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ქეთევან ციხელაშვილი, ქართული დელეგაციის წევრები და ავსტრიის გარემოს დაცვისა და ცირკულარული ეკონომიკის დირექტორატის ხელმძღვანელი კრისტიან ჰოლცერი ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics