18:16 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-21 10:56:27, 611 ნახვა

საზოგადოება
კახა კაკაბაძე საფრანგეთის ეროვნული ტყის ოფისის გენერალურ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ქ.პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ტყის ოფისის გენერალურ დირექტორ ვალერი მეტრიხ ეკეტს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ტყეების სანიტარიული მდგომარეობის, ბიომრავალფეროვნების და ტყის მდგრადი მართვის, გარემოსდაცვით არასამთავრობო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე, საფრანგეთის ეროვნული ტყის ოფისის წარმომადგენლობამ ქართულ მხარეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მომზადებული სტრატეგია გააცნო.

„იმ გამოწვევების ნაწილი, რაც დღეს საქართველოს სატყეო სექტორს აქვს, გამოწვევაა საფრანგეთის მხარისთვისაც. კლიმატის ცვლილება და მისი უარყოფითი გავლენა ტყეზე, მავნებელ-დაავადებების მართვა და სხვა მსგავსი საკითხები არამხოლოდ ეროვნულ დონეზე მოითხოვს გადაწყვეტილებების მიღებას. ვფიქრობთ, საფრანგეთის გამოცდილება დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ მიდგომები. საქართველო მნიშვნელოვან გზას გადის ევროინტეგრაციის გზაზე, მიმდინარეობს არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და მათ შორის, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, სატყეო რეფორმას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს“,- აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კახა კაკაბაძემ.

შეხვედრაზე ხე-ტყის დამზადებისა და დახარისხების ღონისძიებებსა და ხე-ტყის ფასის განსაზღვრის სისტემაზეც იმსჯელეს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის საფრანგეთის ტყის მასივში საველე გასვლა, სადაც წაბლის დაავადების, ტყეების სანიტარიული მდგომარეობის და ბიოლოგიური კონტროლის მექანიზმებს განიხილავენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics