|
2023-09-14 14:22:09, 1227 ნახვა
ეკონომიკა
ცინცაძე - გვაქვს მოლოდინი, რომ 2023 წელს ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს
ექსპორტის ხელშეწყობა და ზოგადად, ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით სახელმწიფო არაერთ პროგრამას ახორციელებს სხვადასხვა სააგენტოების მეშვეობით. პოზიტიური ტენდენციები საგარეო ვაჭრობის მიმართულებით მიმდინარე წელსაც გრძელდება, უკვე გვაქვს იანვარ-აგვისტოს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ექსპორტი 14.3 პროცენტით გაიზარდა და 4.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა. ცინცაძის თქმით, ხაზგასასმელია, რომ იანვარ-აგვისტოში სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 17 პროცენტით გაიზარდა და მისი მოცულობა 14 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა. მინისტრის თქმით, ექსპორტის ზრდა ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდის ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. „არსებული ტენდენციების გათვალისწინებით ველოდებით, რომ 2023 წელიც იქნება რეკორდული საგარეო-სავაჭრო ბრუნვისა და ექსპორტის მიმართულებით, ისევე, როგორც 2022 წელს გვქონდა რეკორდული მაჩვენებლები ყველა მიმართულებით საგარეო ვაჭრობაში“,- განაცხადა ცინცაძემ. მისივე თქმით, საექსპორტო პოტენციალის შემდგომი ზრდა, დივერსიფიკაცია და ექსპორტის სტრუქტურის ხარისხობრივი გაუმჯობესება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას, რაც პოზიტიურად აისახება კერძო სექტორის კონკურენტუნარიაბის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)