|
2023-09-11 12:09:01, 1094 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალი“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ადგილობრივი ინფლაცია შემცირებას განაგრძობს
აგვისტოში, სამომხმარებლო ფასების ზრდამ 0.7% შეადგინა, რაც ყოველთვიურ ჭრილში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ადგილობრივი და მომსახურების კომპონენტი სამიზნესთან ახლო ან უფრო დაბალიც კი იყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნავთობის გაზრდილი საერთაშორისო ფასები მომდევნო თვეებში ინფლაციაზე გარკვეულ ზეწოლას განაპირობებს, „თიბისი კაპიტალში“ ფიქრობენ, რომ ახლა სწორედ ადგილობრივი კომპონენტის დინამიკაა საყურადღებო, რადგანაც იმპორტული ინფლაცია უკვე ნეგატიურია. აღნიშნული ასევე მნიშვნელოვანია ლარში საპროცენტო განაკვეთების პროგნოზის კუთხით. ამდენად, „თიბისი კაპიტალის“ აზრით, ბოლოდროინდელი საბაზო სცენარი, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის სადღეისოდ არსებული 10.25%-დან, წლის ბოლოსათვის 9.5%-მდე შემცირებას ითვალისწინებს, კვლავ ძალაშია. გასულ კვირას გამოქვეყნებული სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, საყურადღებოა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი დინამიკა, თუმცა, ამჯერად უფრო მეტად უკვე განხორციელებული კაპიტალდაბანდებებიდან ამონაგების ინვესტირების, ვიდრე ახალი სააქციო კაპიტალის ხარჯზე. მთლიანობაში, გაზრდილი საინვესტიციო მოთხოვნა, იმპორტში საინვესტიციო საქონლისა და მშპ-ში ინვესტიციების მაღალი ხვედრითი წილის მიხედვითაც არის თვალსაჩინო, რაც დროითი ჩამორჩენის გათვალისწინებით, კოვიდის შემდგომ დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის ტემპის გათვალისწინებით, საკმაოდ კანონზომიერი ტენდენციაა. გაეცანით „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციას შემდეგ ბმულზე.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)