03:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-09 15:17:17, 1024 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე - არქივის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს

არქივის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ნიტროფუძიანი კინოფირები ყველა გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება.

როგორც ლომუაშვილი აღნიშნავს, ცეცხლი ეროვნული არქივის სხვა შენობებზე არ გავრცელებულა და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ჩვენ გვქონდა ყველასთვის დაცვითი სისტემები, თუმცა, მოგეხსენებათ, ეს არის აალებადი კინოფირები. თუ როგორ მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა ბუბა ლომუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიაზე არსებულ ცალკე მდგომ შენობაში ხანძარი გუშინ გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, შენობაში ნიტროფუძიანი კინოფირები ინახებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics