|
2014-12-21 23:43:25, 4670 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ ინტერნეტბანკის გათამაშებაში კიდევ 100 გამარჯვებული გამოვლინდა
„თიბისი ბანკის“ ინტერნეტბანკის გათამაშების მორიგ ეტაპზე ინტერნეტ და მობაილ ბანკის 100 გამარჯვებულს apple პროდუქცია და ფულადი პრიზები გადაეცა. iPhone 6-ის, iPad mini2-ის და Macbook Air მფლობელები გიორგი კუხელაშვილი, ირაკლი მგელაძე და ნაილი ლაცაბიძე გახდნენ. გათამაშების ფინალური ეტაპი 17 იანვარს შედგება და მთავარი პრიზთან, 10 000 ლართან ერთად apple-ის პროდუქცია და სხვა ფულადი პრიზები გათამაშდება. გათაშებაში მონაწილეობას „თიბისი ბანკის“ ყველა მომხმარებელი შეძლებს, ვინც 31 დეკემბრის ჩათვლით თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის მომსახურებით ისარგებლებს. გათამაშების წესების თანახმად, განხორციელებული ოპერაციიდან მომხმარებლები ქულების გარკვეულ რაოდენობას აგროვებენ, 3 დაგროვილ ქულაზე კი გათამაშების თითო ბილეთს მიიღებენ. ქულების დაგროვების პრინციპი ასეთია: ინტერნეტბანკში შესვლა – 1 ქულა; საკუთარ და სხვის ანგარიშზე გადარიცხვა – 1 ქულა; კომუნალურების გადახდა – 1 ქულა; მობილურზე ბალანსის შევსება – 1 ქულა; ინტერნეტბანკით ანაბრებისან სხვა საბანკო პროდუქტების შეძენა- 10 ქულა. მობაილბანკის მეშვეობით განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციაზე გაორმაგებული ქულები ირიცხება. მათთვის, ვინც ინტერნეტბანკის პასიური მომხმარებელია და სექტემბრის თვიდან ამ მომსახურებით არ უსარგებლია, „თიბისი ბანკი“ მოგების დამატებით შანსს სთავაზობს: მათგან 300 იღბლიანს ინტერნეტბანკში შესვლისთანავე 100 ლარის მოგების შეტყობინება დახვდება. მათ ასევე ექნებათ გათამაშების ფინალში 10 000 ლარის მოგების შანსი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)