|
2023-08-26 15:29:04, 789 ნახვა
საზოგადოება
„მთავარი არხი“ - მესტიაში ჩვენს ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ
"მთავარი არხის" ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტში "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს თავს დაესხნენ. მათი განცხადებით, ჟურნალისტებს თავდამსხმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა, მიკროფონი, გადამცემი და პირადი ტელეფონი წაართვეს. ემა გოგოხიას თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ერთ-ერთ საამქროში უკანონოდ მოჭრილი ხეების კადრებს იღებდნენ. მისივე ინფორმაციით, თავს 12-მდე ადამიანი დაესხათ. როგორც ემა გოგოხია აღნიშნავს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ერთ-ერთ საამქროში უკანონოდ მოჭრილი ხეების კადრებს იღებდნენ. მისივე ინფორმაციით, თავს 12-მდე ადამიანი დაესხათ. "თავდამსხმელებს შორის არიან ის პირები, რომლებიც წარსულშიც ხის ჭრის თემის გადაღებისას თავს დაგვესხნენ. მაშინ პოლიციამ გამოავლინა ეს პირები, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. დღეს ისინი თავს მეორედ დაგვესხნენ. ოპერატორი კარებთან მიამწყვდიეს და კამერა წაართვეს ხელიდან, მიკროფონი და ტელეფონი წამართვეს ასევე გადამცემი. მაინც მოვახერხე 112-ისთვის დამერეკა, განწირულად შველას ვითხოვდი და 112 მეკითხებოდა რა უბანია და სიტუაცია აღმიწერე რა ხდებოდაო, ამის საშუალებას არ მაძლევდნენ, ერთადერთი ვითხოვე ოპერატორისთვის ხელი არ დაერტყათ... დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში ცალ-ცალკე ალყაში ვყავდით. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ პოლიცია გამოვიძახეთ, ტექნიკა დაგვიბრუნეს იმ პირობით, რომ მასალას წავშლიდით. შემდეგ ოპერატორს დაემუქრნენ, რომ თუ მასალას გავუშვებდით, საქმეს გაგვირჩევდნენ", - განაცხადა ემა გოგოხიამ.
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)