11:32 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-26 11:03:55, 773 ნახვა

საზოგადოება
ლაშა შალამბერიძე - თხილის ფასი ხარისხთან ერთად ერთად გაიზრდება - ამჟამად მოსახლეობა ნაადრევად ჩამოყრილ მოსავალს ყიდის

თხილის ფასი ხარისხსის ზრდასთან ერთად მოიმატებს, ამჟამად ბაზარზე ნაადრევად ჩამოყრილი მოსავლის ჩაბარება ხდება, - ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, თხილის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული იყო 90 ათასზე მეტი ფერმერი, რომელთაც ჰექტარზე 500 ქულა მიიღეს და შემდეგ  პესტიციდებისა და სასუქებისთვის აგრო მაღაზიებში გაანაღდეს, მისივე განცხადებით, სახელმწიფო პროგრამამ ფერმერებს შესაძლებლობა მისცა თხილის მოვლისთვის საჭირო ყველა საშუალება უფასოდ მიეღოთ.

,,დღევანდელი ფასები არ არის რეალურად საბოლოო, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს კრეფის პროცესი. ის რა თხილიც მიიტანეს სარეალიზაციოდ ეს არის ცუდი ხარისხის, ანუ ჩამოყრილი თხილი, რომელიც ადრე ჩამოიყარა - ბუნებრივია ის ხარისხიანი არ იქნება. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჯერ თხილი გააშრონ და შემდეგ პირდაპირ ჩააბარონ საწარმოებში, რათა საწარმოებს ძალიან სჭირდებათ ხარისხიანი თხილი. ჩვენი მოლოდინია, რომ ამ სეზონზე თხილი იქნება რაოდენობრივად მეტი და ხარისხი იქნება მაღალი და შესაბამისად ჩვენი ფერმერებისთვის ფასებიც მისაღები გვექნება” განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics