01:11 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-25 16:36:35, 738 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - განცხადებები, რომ ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში კრემლის ბრძანებით დაიღუპა, აბსოლუტური სიცრუეა

დასავლელი ლიდერების განცხადებები იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში კრემლის ბრძანებით დაიღუპა, აბსოლუტური სიცრუეა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აუცილებელია, კონკრეტული ტესტის შედეგებს დაელოდონ და თემით სპეკულაცია არ მოხდეს.

„ახლა დიდი სპეკულაციაა თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და თვითმფრინავის მგზავრების, მათ შორის ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ. რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ეს სპეკულაცია ცნობილი კუთხით არის წარმოდგენილი. ეს ყველაფერი აბსოლუტურად სიცრუეა და ამ საკითხის გაშუქებისას აუცილებელია ფაქტებზე დაყრდნობა. ჯერ ბევრი ფაქტი არ არის, ეს საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობისას უნდა დადგინდეს, რომელიც ახლა მიმდინარეობს“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფისას დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics