11:31 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-25 11:18:35, 592 ნახვა

საზოგადოება
ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს - საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარი პარტნიორი „საქართველოს ბანკია“

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ქვეყნისთვის ისტორიული მსოფლიო თასისთვის ემზადება. 2023 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჩემპიონატის მასპინძელი  ერთდროულად სამი ქვეყანა- ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნება. ჩემპიონატში მონაწილე 32 რჩეული ნაკრები  რვა 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდა, საქართველოს ნაკრები   F ჯგუფში ასპარეზობს.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ამ მოვლენის მნიშვნელობასა და წინასწარ მოლოდინებს.

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები პირველ თამაშს 26 აგვისტოს, 12:00 საათზე გამართავს და კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება, შემდეგი თამაში 28 აგვისტოს, 15:30 საათზე,  სლოვენიასთან ჩატარდება; 30 აგვისტოს, 12:00 საათზე კი  ეროვნული ნაკრები ვენესუელას დაუპირისპირდება.

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების პირველობისთვის 12 კალათბურთელი იბრძოლებს. შემადგენლობა ასე გამოიყურება:

  • თორნიკე შენგელია;
  • გიორგი შერმადინი;
  • გიორგი ცინცაძე;
  • რატი ანდრონიკაშვილი;
  • დუდა სანაძე;
  • გოგა ბითაძე;
  • მიხეილ ბერიშვილი;
  • სანდრო მამუკელაშვილი;
  • კახაბერ ჯინჭარაძე;
  • ლუკა ლიკლიკაძე;
  • გიორგი ტურძილაძე;
  • თად მაკფადენი.

იმისთვის რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს და ეს ისტორიული დღე კიდევ უფრო დაუვიწყარი გავხადოთ,  „საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით, თბილისის სპორტის სასახლეში,  26 და 28 აგვისტოს თამაშების ღია ჩვენება გაიმართება. დასწრება თავისუფალია.  გულშემატკივრებს ადგილზე დაგხვდებათ ბევრი აქტივობა, შეთავაზება და სამახსოვრო საჩუქრები.  





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics