16:42 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-24 15:22:55, 1376 ნახვა

ომი უკრაინაში
The Guardian - ნორვეგია უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს

ნორვეგია უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანამ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მაგრამ რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, 18 აგვისტოს აშშ-მა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა გასცა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინა თვითმფრინავებს პილოტების მომზადების დასრულების შემდეგ მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდებისა და დანიის შემდეგ ნორვეგია მესამე ქვეყანა გახდება, რომელიც უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics