13:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-22 16:45:25, 649 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამჯერად, წითელ ხაზებში არსებული წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია 28 მისამართზე დასრულდა, სამ მისამართზე კი ამჟამადაც მიმდინარეობს.

„მათ შორის, წყალარინების შიდა და გარე ქსელი იცვლება ლიბანის ქუჩის N10-ის N1 კორპუსში, სამივე სადარბაზოში, რისთვისაც 26 580 ლარია გათვალისწინებული. მესამე მიკრორაიონის N11 კორპუსში კი აღნიშნული ქსელი რვავე სადარბაზოში შეიცვლება, რისთვისაც 86 163 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ასევე, ა მიკრორაიონის N67 კორპუსის ყველა სადარბაზოში მიმდინარეობს, რისთვისაც 52 377 ლარია გათვალისწინებული.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics