|
2023-08-21 15:52:35, 1530 ნახვა
ომი უკრაინაში
დანიის თავდაცვა - უკრაინა F-16-ების გამოყენებას მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე შეძლებს
უკრაინას შეეძლება მისთვის გადაცემული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენოს, - ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა, იაკობ ელემან-იენსენმა განაცხადა. მისივე თქმით, იგივე პირობა ვრცელდება ტანკების გამოყენებაზეც. "უკრაინას შეეძლება მისთვის გადაცემული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენოს, მტრის ქვეყნიდან განდევნის მიზნით. პირობა ასეთია, ეს ეხება არა მხოლოდ საბრძოლო თვითმფრინავებს, არამედ ტანკებსაც", - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრი. შეგახსენებთ, უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს ნიდერლანდების შემდეგ დანიაც გადასცემს. შესაბამისი განცხადება დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)