14:01 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-21 13:50:00, 731 ნახვა

საზოგადოება
მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება

საბურთალოს რაიონის გამგეობა ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა, ასევე, მიმდინარეობს საკომუნიკაციო ქსელების მიწისქვეშ განთავსება და ბუნებრივი გაზის ამორტიზებული მილების სრულად განახლება, რომელსაც კომპანია „თბილისი ენერჯი“ ახორციელებს. 

„პროექტის ფარგლებში, 19 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარი და პანდუსები. დამონტაჟდება გარე განათების სისტემაც.

მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ დაათვალიერა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სამუშაოების გამო, მიცკევიჩის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. კერძოდ, შეზღუდვა მოქმედებს ტანძიისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთიდან, გამრეკელისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. აღნიშნულ ტერიტორიაზე დღის საათებში, გზის მხოლოდ ერთი მიმართულება იკეტება, ხოლო მეორე მხარეს ორმხრივი მოძრაობაა.

პერიოდულად, 00:00-დან 06:00 საათამდე, მიცკევიჩის ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება ორ ეტაპად - ტანძიის ქუჩიდან ტაშკენტის ქუჩის კვეთამდე და ტაშკენტის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

პროექტი, რომელიც ივლისის ბოლოს დაიწყო, სამი თვის განმავლობაში განხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები საკომუნიკაციო და გაზის დაზიანებული ქსელების მოწესრიგებასაც ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics