19:38 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-11 17:10:30, 1050 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო - დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი მოძღვრის მიერ შოვის ტრაგედიის მიზეზის განსაზღვრა მათი პირადი აზრია, რომელსაც ვემიჯნებით

საქართველოს საპატრიარქო შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების მიზეზებთან დაკავშირებით დეკანოზ დავით ისაკაძისა და სხვა მოძღვრების განცხადებებს ემიჯნება. 

აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და სასულიერო პირებს მოუწოდებს, "არასწორი შეფასებებისგან თავი შეიკავონ".

"დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი სხვა მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა არის მათი პირადი აზრი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება და ამასთან, კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასულიერო პირებს, ასეთ მტკივნეულ და ფაქიზ თემებთან დაკავშირებით თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ თანაგრძნობას გარდაცვლილთა და დღემდე დაკარგულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და შევთხოვთ ღმერთს, სულიერი მხნეობა მიმადლოს მათ, ხოლო სტიქიის შედეგად აღსრულებულთ ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს",- ნათქვამია საპტრიარქოს განცხადებაში.

ცნობისთვის, დეკანოზმა დავით ისაკაძემ კურორტ შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ღმერთმა შოვი ფესტივალის გამო დასაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics