02:21 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-04 02:31:44, 646 ნახვა

საზოგადოება
ქარსელაძე - რთული ვითარებაა, სტიქიის მასშტაბი ძალიან დიდია

შოვში, სტიქიის ზონაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ "იმედის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილზე რთული ვითარებაა: 

„რთული ვითარებაა, სტიქიის მასშტაბი ძალიან დიდია. არეალისა და ჩამოსული მასის გათვალისწინებით უპრეცედენტოა. ძალიან დიდი მასაა ჩამოსული, რამაც ძალიან დიდი ტერიტორია დაფარა. შესაბამისად, ვითარება მძიმეა. ყველა ძალისხმევა ხორციელდება, რის შემდეგაც 70 ადამიანი უკვე გამოყვანილია, 152 ადამიანია რამდენიმე ლოკაციაზე უსაფრთხო ადგილას სამაშველო და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. ისინი უზრუნველყოფილი არიან ყველა იმ საჭიროებით, რაც ამ მომენტისთვის და მთელი ღამის განმავლობაში დასჭირდებათ. ხვალ დაგეგმილია უკვე მათი გამოყვანა. ამავდროულად, დაახლოებით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება კავშირის დამყარება. სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. 400 მაშველია ჩართული სამაშველო ოპერაციაში და ღამის განმავლობაში დაახლოებით 150 მაშველია ადგილზე“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

შეგახსენებთ, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში სტიქიის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა. მაშველებმა სტიქიის ზონაში 2 ცხედარი იპოვეს. დაკარგულად ითვლება 50-მდე ადამიანი.

მომხდართან დაკავშირებით, ამოქმედდა ცხელი ხაზი.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics