03:29 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-03 13:00:46, 713 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა ანაკლიაში, ახალგაზრდულ ბანაკში შეხვედრა გამართეს

ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - კახა ბუხრაძე, მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე - იმედა მაკასარაშვილი და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი თორნიკე მარსაგიშვილი ესტუმრნენ და ბანაკში მყოფ ახალგაზრდებთან ,,ემეგობრე პოლიციას” კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

შსს-ს ცნობით, შეხვედრის მიზანს მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

"სტუმრებმა 300-მდე ახალგაზრდას ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, რა ასაკიდან და როგორ ხდება მართვის მოწმობის აღება, ინფორმაცია მიეწოდათ საგზაო მოძრაობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე, ტრეფიკინგთან ბრძოლის მეთოდებზე, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს. საბანაკე პროგრამა შვიდდღიანია. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განმავითარებელ, რეკრეაციულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics