07:23 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-26 09:41:22, 1434 ნახვა

მსოფლიო
სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა [ვიდეო]

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, სამხედრო დელეგაციასთან ერთად, ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა.

როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა "რია ნოვოსტი" თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა სუნანის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც შოიგუს ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, არმიის გენერალი კანგ სუნ ნამი დახვდა.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის წარმომადგენლები კორეის ომის 70 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. 

ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში  ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვიზიტი მოსკოვსა და ფხენიანს შორის სამხედრო კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება.

სამუშაო ვიზიტი 27 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics