20:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-25 16:54:51, 1522 ნახვა

რეგიონი
როლანდ ბერიძე ხალხური ცეკვების საერთაშორისო ფესტივალში CARPATI-2023 მონაწილე დელეგაციას შეხვდა

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე რუმინეთის ქალაქ არგესში საოლქო საბჭოს, კულტურისა და ხელოვნების საოლქო ცენტრის მიერ გამართულ ხალხური ცეკვების საერთაშორისო ფესტივალში „CARPATI-2023“ მონაწილე დელეგაციას შეხვდა, რომლებმაც არაერთი პრიზები და სიგელები ჩამოიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ფესტივალში „CARPATI-2023“ 11 სხვადასხვა ქვეყნის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს სახელით ქედის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბეთლემი“ წარსდგა მაყურებლის წინაშე.

„ფესტივალი 15 ივლის ოფიციალურად გაიხსნა და ოფიციალური შეხვედრები გაიმართა რუმინეთის ქალაქ არგესის მერთან და კულტურის მინისტრთან.

ვიზიტის ფარგლებში ქალაქ მიოვენში და ტოპოლოვენში მოეწყო საზეიმო მსვლელობები და კონცერტი, რომელშიც ქედის კულტურის სახლთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ბეთლემმა“ საუკეთესო ანსამბლის წოდება მიიღო. საქართველოს სახელით, რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით ქედის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რომან დავითაძე, ააიპ კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ჯამბულ სურმანიძე, შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი რაულ ცინცაძე, ანსამბლი „ბეთლემი“ და ანსამბლის ხელმძღვანელები იმედა ფარტენაძე და მზია ტუნაძე იმყოფებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics