|
2023-07-23 15:55:57, 1572 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთი ოდესაზე - იერიში მივიტანეთ იმ ობიექტებზე, სადაც ჩვენს წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ოდესაში იერიში მიიტანეს იმ ობიექტებზე, სადაც "რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა". უწყების ცნობით, ოდესაზე თავდასხმისას "მაღალი სიზუსტის" იარაღი გამოიყენეს. "ოდესასა და რეგიონში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მზადდებოდა ტერორისტული აქტები უპილოტო კამერების გამოყენებით. გარდა ამისა, ობიექტებზე უცხოელი დაქირავებული მებრძოლებიც იმყოფებოდნენ",- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ღამით ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)