|
2023-07-21 16:07:12, 1837 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი - უკრაინის სამხედრო ინდუსტრია უკვე აწარმოებს საშუალებებს, რომლებიც პორტებს რუსეთისგან დაიცავს
უკრაინის სამხედრო ინდუსტრია უკვე აწარმოებს საშუალებებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, რუსული თავდასხმებისგან პორტების ინფრასტრუქტურის დაცვა გააძლიეროს,- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. დანილოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის სისტემის გეგმა უკვე არსებობს, ის რუსეთის თავდასხმებისგან 100%-იანი თავდაცვის გარანტიას არ იძლევა. "რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებული ზოგიერთი ტიპის იარაღის წინააღმდეგ სპეციალური საზენიტო თავდაცვის საშუალებების ნაკლებობაა. პრეზიდენტმა მიზნად დაისახა დაცვის გაძლიერება. დღეს ყველა მუშაობს საჭირო ტექნიკის მიწოდების დასაჩქარებლად, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ვავითარებთ და უკვე არსებობს დაცვის სისტემის გეგმა. ჩვენი სამხედრო ინდუსტრია უკვე აწარმოებს ასეთ დაცვას. უახლოეს მომავალში ვფიქრობ ეს გაძლიერდება",- ამბობს დანილოვი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)