21:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-15 17:12:02, 1491 ნახვა

რეგიონი
ვახტანგ მაისურაძე სოფელ დოესის ამბულატორიაში უფასო სამედიცინო აქციის მიმდინარეობას გაეცნო

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის სასოფლო ამბულატორიაში, „თბილისის გულის ცენტრის“ მიერ კარდიოლოგიური პროფილის დაავადებების მქონე პირთა უფასო სამედიცინო მომსახურების აქციის მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სოფელ დოესის, გრაკალის, თელიანის და სასირეთის კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებს უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები კლინიკის დირექტორმა პროფესორმა, კარდიოლოგმა არჩილ ჩუხრუკიძემ, ექიმებმა - გიორგი როგავამ, დავით ლაგვილავამ, ანა კერესელიძემ, ლაშა ქიქავამ, მედდებმა - მადონა ახალაშვილმა, მარიამ ლომიძემ და ცოტნე გიორგაძემ ჩაუტარეს.

ვახტანგ მაისურაძის განცხადებით, „თბილისის გულის ცენტრისა“ და კასპის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა წლებია გრძელდება.

„მუნიციპალიტეტის მოქალაქეების ჯანმრთელობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია - დღევანდელი აქციის მიზანიც ეს არის", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

აქცია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და  „თბილისის გულის ცენტრის“ ადმინისტრაციული დირექტორის, ზურაბ ნიპარიშვილის ინიციატივით გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics