|
2023-07-14 12:51:49, 1097 ნახვა
საზოგადოება
როგორ დანერგა „თიბისის“ ტექ გუნდმა Google-ის გადახდების სისტემა - Google Pay
"თიბისიმ" Google-ის გადახდების სისტემის გამოყენება რამდენიმე თვეა დაიწყო. "თიბისის" მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივება და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაა, ამიტომაც ეს სიახლე ერთ-ერთმა პირველმა შესთავაზა Android-ისა და WearOS მოწყობილობების მფლობელებს. საქართველოში Google Pay-ს სრულფასოვანი შემოსვლის უზრუნველსაყოფად "თიბისის" შიგნით გუნდები გაერთიანდნენ. გლობალური პროდუქტის ქართული ტექნოლოგიური კომპანიის ინფრასტრუქტურაში ინტეგრაცია უმოკლეს ვადაში გახდა შესაძლებელი. "ძალიან ამაღელვებელი იყო საქართველოში Gpay-ს შემოსვლის უზრუნველყოფაზე მუშაობა, რადგან მოლოდინები მომხმარებელთა მხრიდან ძალიან მაღალი იყო. პროდუქტის დანერგვისას მომხმარებლის ყველა მოთხოვნას და ჩვევას ვითვალისიწნებდით, რაც ძალიან მოქმედებს მოტივაციაზე, როცა იცი, რომ ვიღაც შენ მიერ გაანალიზებულ და დანერგილ პროდუქტს ელოდება და შემდეგ იყენებს ყოველდღიურ რეჟიმში", - აცხადებს გიორგი მაევსკი, "თიბისის" სისტემური ანალიტიკოსი, ტექ გუნდის წევრი. "Google-ის მოთხოვნების გაანალიზების და პასუხისმგებლობების გადანაწილების შემდეგ, დავიწყეთ ფიქრი პროდუქტის სამომხმარებლო გამოცდილებაზე (UX). პირველი გამოწვევა იყო UI ნაწილი, რომელზეც Google-ის ინსტრუქციების გათვალისწინებით უნდა გვემუშავა, შემდეგ კი ტექნიკური გადაწყვეტის ამ UI-სთან მორგებაზე უნდა გვეფიქრა. თითოეული ეტაპის გადალახვას სჭირდებოდა Google-ის დასტური",- ამბობს თეო კეკელია, ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის გუნდის წევრი. "თიბისი" ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მუდმივად ნერგავს ინოვაციურ სიახლეებს. საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება კი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია Google Pay-ის სერვისის დანერგვა, თიბისის კულტურისა და ღირებულებების ცენტრალური ხაზია. Google Pay-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და ხშირად დასმული შეკითხვების სანახავად ესტუმრე ვებგვერდს.
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)