|
2023-07-12 15:53:40, 851 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აგროსექტორის ტექნოლოგიური გამოწვევების შესახებ შეხვედრას გამართავენ
„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათი განვითარების ხელშეწყობას. აგრომიმართულებით ტექნოლოგიების იმპლემენტაციის ხელშეწყობისთვის, წარმოების პროცესების კიდევ უფრო მეტად გასამარტივებლად და ეფექტურობის გასაზრდელად, ფინანსური ინსტიტუტი არაერთ პროექტს ახორციელებს. სწორედ ამ მიზნით, „საქართველოს ბანკისა“ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, 18 ივლისს ქუთაისში, სასტუმრო Best Western Kutaisi-ში აგროსექტორის წარმომადგენლებთან ბიზნესშეხვედრა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც დარგის ექსპერტები მონაწილეებს აგრომიმართულებით ტექნოლოგიური გამოწვევებისა და მათთან გამკლავების გზების შესახებ გაესაუბრებიან. შეხვედრის სპიკერები იქნებიან:
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ირიგაციისა და ფერტიგაციის თანამედროვე მეთოდებს, სატელიტური მონიტორინგის შესაძლებლობებს, რაც დაეხმარება მათ, გაზარდონ წარმოების მოცულობა. ასევე, მონაწილეები გაიგებენ თუ როგორ იმუშაონ ფენოლოგიური ფაზებსა და პროდუქტიულობის რუკის განსაზღვრაზე, მეტეოროლოგიური სადგურების, ამინდზე დაფუძნებული ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით. „საქართველოს ბანკი“ უკვე მრავალი წელია მხარს უჭერს ქვეყანაში აგრობიზნესების განვითარებას. ჩვენ მიერ განხორციელებული ინიციატივების დიდი ნაწილი მიმართულია სამუშაო პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობისკენ. ამისათვის კი არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ერთ-ერთ ასეთ ინიციატივას კი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ორგანიზებული შეხვედრა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც აგროსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დარგის სპეციალისტებთან ერთად ისაუბრონ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით წარმოების მაქსიმიზაციის შესაძლებლობებზე, გაიგონ მეტი სექტორში მიმდინარე ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ და ფეხი აუწყონ მსოფლიოში არსებულ აგრო სექტორის ტენდენციებს“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ აგრო პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)