10:09 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 15:29:40, 1156 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - ნატოს სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ მოწვევა რომ ყოფილიყო, იდეალური იქნებოდა

ნატოს სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ მოწვევა რომ ყოფილიყო, იდეალური იქნებოდა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ვილნიუსის სამიტიდან მნიშვნელოვანი სიგნალია ის, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება.

"ჩვენ გვესმის, რომ ვიღაცას ახლა ეშინია ალიანსში ჩვენს წევრობაზე საუბარი, რადგან არავის სურს მსოფლიო ომის გაჩაღება. ჩვენ ცივილიზებული ხალხი ვართ და გვესმის, რომ სანამ ომი მიმდინარეობს, ნატოს წევრი ვერ ვიქნებით, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი სიგნალები გაისმა. ეს იყო სიგნალები იმაზე, რომ უკრაინა ნატოს წევრი იქნებოდა და ეს ნდობა პირველად ისმის. ეს არ არის დამატებითი გარანტიები და ჩვენ არ გვაქვს რეალური იურიდიული გარანტიები, მაგრამ გვაქვს ფაქტობრივი გარანტიები, ფინანსური - სანქციების სახით",- განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი 11-12 ივლისს იმართება. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსს გუშინ ეწვია.

11 ივლისს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის სამიტის პირველი დღის შედეგების შემდეგ, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის  MAP-ი (ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა) გააუქმონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics