|
2023-07-12 13:12:39, 1008 ნახვა
ეკონომიკა
EBRD ბაზისბანკში BMatch პლატფორმის სერვისის მომხმარებელი გახდა
EBRD-მა (ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი) Bloomberg-ის BMatch პლატფორმაზე, ბაზისბანკის სერვისების გამოყენებით, თავისი პირველი აშშ დოლარი/ლარის სავალუტო ტრანზაქცია განახორციელა. ტრანზაქცია EBRD-სა და ბაზისბანკს შორის ხელშეკრულების პირობებზე წარმატებული მოლაპარაკებების შედეგი იყო. Bloomberg-ის უცხოური ვალუტით ვაჭრობის ელექტრონული პლატფორმა BMatch საქართველოში 2020 წელს ეროვნული ბანკის ინიციატივით დაინერგა. ბაზისბანკი ქართულ ბაზარზე პირველი იყო, რომელმაც პლატფორმა კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. ბაზისბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით, შესაძლებელია Bmatch პლატფორმაზე აშშ დოლარის და ლარის ყიდვა-გაყიდვის შესახებ განაცხადის განთავსება. ბლუმბერგის BMatch პლატფორმაზე გარიგებები დგება მხოლოდ ლარსა და აშშ დოლარში. გარიგების მინიმალური თანხა კი, 100 ათას აშშ დოლარს შეადგენს. სერვისის აქტივაცია უფასოა. პროდუქტი ხელმისაწვდომია, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. „მოხარული ვართ, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი EBRD ჩვენი მომსახურებით დაინტერესდა. მოლაპარაკებების განმავლობაში, მაქსიმალურად მოხდა ბაზისბანკის სერვისის პირობებისა და პარამეტრების მორგება კლიენტის მოთხოვნებზე და პირველი ტრანზაქციაც ბაზისბანკის პლატფორმის მეშვეობით წარმატებით განხორციელდა. EBRD-ის მასშტაბის ორგანიზაციის მონაწილეობა აღნიშნულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია, რაც მის ლიკვიდურობას შეუწყობს ხელს და უფრო მოთხოვნადს გახდის BMatch პლატფორმას ბაზრის სხვა მონაწილეებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ბაზისბანკი, სახაზინო პროდუქტების კუთხით, ბევრ სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს და ხშირ შემთხვევაში, პირველებიც ვართ ხოლმე ბაზარზე“, - განაცხადა ბაზისბანკის სახაზინო დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი მაქაცარიამ. EBRD ხაზინის გუნდის პორტფელის მენეჯმენტის ასოცირებულმა დირექტორმა გურსუ კელესმა განაცხადა: „BMatch პლატფორმაზე წვდომამ EBRD-ს ლიკვიდობის უფრო ფართო პერსპექტივა გაუხსნა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სპოტ ტრანზაქციების შესრულების ეფექტურობას“. EBRD-ს საქართველოში 286 პროექტში დღემდე 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, რაშიც კერძო სექტორის ინვესტიციები მთლიანი დაფინანსების 82 პროცენტს შეადგენს.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)