|
2023-07-05 13:22:18, 779 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტო არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის მდგრადი განვითარების პროექტს ახორციელებს
დაცული ტერიტორიების სააგენტო არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის მდგრადი განვითარების პროექტს ახორციელებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, მღვიმის უსაფრთხოების დადგენის მიზნით, ჰიდროლოგიურ, გეოლოგიურ და სპელეოლოგიურ კვლევებს ჩეხეთის რესპუბლიკის მღვიმეების ადმინისტრაციის ექსპერტები ახორციელებენ. "მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდში მდებარე არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმეს, საკუთარი ეკოტურისტული პოტენციალით, შესაძლებლობა აქვს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონის განვითარებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. მღვიმეზე დაკვირვება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის განვითრების პროექტის დასაწყებად, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსგან დაფინანსება 2019 წელს მიიღო, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე პროექტის დაწყებაზე მუშაობა შეჩერდა და მხოლოდ 2022 წლის მეორე ნახევრიდან განახლდა",- ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)