22:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 11:40:03, 1404 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერი ომარ ტაკიძე ჩირუხის მთაში იმყოფებოდა

შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩირუხის მთაში იმყოფებოდა. 

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ომარ ტაკიძე საზაფხულო იალაღებზე სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მთაში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

"ესაუბრა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე, ჩირუხის მთის ცენტრის კეთილმოწყობასა და ტურისტული განვითარების კონცეფციაზე.

მთაში, მოსახლეობას ელექტროენერგია სრული დატვირთვით მიეწოდება. სეზონის გახსნამდე  გაიწმინდა მისასვლელი გზები, მალე ამოქმედდება იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაყვანის პროგრამა, რომლითაც ისარგებლებენ როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები.

ამბულატორიის ექიმები, თსპ-ს ექთნებთან ერთად, მოიალაღეებს პრევენციის მიზნით სამედიცინო დახმარებას ადგილზე გაუწევენ. სამედიცინო პერსონალი აღჭურვილია პირველადი მოხმარების მედიკამენტებით.

ტურისტული თვალსაზრისით, ჩირუხი მალე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გახდება, რაც ხელს შეუწყობს ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების პოპულარიზაციას, ასევე დასაქმებასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics