14:48 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 18:47:30, 945 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი - „ვაგნერის“ ბელარუსში განლაგება პოლონეთისთვის ძალიან უარყოფითი სიგნალია

ბელარუსში „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებული ჯარისკაცების ფაქტობრივი განლაგება ხდება, მის ლიდერ ევგენი პრიგოჟინთან ერთად, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ქმედება პოლონეთისთვის ძალიან უარყოფითი სიგნალია.

„ბელარუსში „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებული ჯარისკაცების ფაქტობრივი განლაგება ხდება, მის ლიდერ ევგენი პრიგოჟინთან ერთად. ეს არის ძალიან უარყოფითი სიგნალები ჩვენთვის, რაც გვინდა ჩვენს მოკავშირეებს მივაწვდინოთ“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ადასტურებს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში ჩავიდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics