|
2023-06-27 13:19:42, 954 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო - როდესაც რუსეთში მოვლენები ვითარდებოდა, არმიის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის განკარგულება გავეცი
როდესაც რუსეთში მოვლენები ვითარდებოდა, მე გავეცი განკარგულებები არმიის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ,- აღნიშნულის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, გადაწყვეტილების წინააღმდეგ არავინ წასულა. „როდესაც რუსეთში მოვლენები ვითარდებოდა, მე გავეცი განკარგულებები არმიის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ... ნახევარ დღეში არმია, შეიარაღებული ძალები, მილიცია, სპეცდანაყოფები მოყვანილი იყვნენ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში“,- განაცხადა ლუკაშენკომ. მისივე თქმით, რუსეთის სამხრეთ ნაწილში განვითარებული მოვლენების ხილვა მისთვის მტკივნეული იყო. „არ დავმალავ, მტკივნეული იყო იმ მოვლენების ყურება, რომლებიც რუსეთის სამხრეთით ხდებოდა, არა მხოლოდ ჩემთვის, ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ ის გულთან ახლოს მიიტანა, რადგან მამული ერთია“,- დასძინა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა. შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება". მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, თავად "ვაგნერის" ხელმძღვანელი კი, ბელარუსში გაემგზავრება. ამასთან, გუშინ 26 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა მიმართა გაავრცელა და განაცხადა, რომ “ვაგნერის” დაჯგუფებას არ სურდა რუსული სისხლის დაღვრა და აღნიშნული ოპერაცია პროტესტის დემონსტრირებისთვის განახორციელა და არა ქვეყანაში ხელისუფლების დასამხობად.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)