21:05 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 15:27:49, 954 ნახვა

საზოგადოება
ქვრივიშვილის განცხადებით, ვაზიანში ახალი აეროპორტის შესაძლო მშენებლობისთვის პირველი ტექნიკური კვლევები დაიწყება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უკვე დასრულებულია თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოების გეგმაზე მუშაობა  და სამინისტროს აქვს, ფაქტობრივად, სრული სურათი, მისი გაფართოების რა შესაძლებლობები და შეზღუდვები არსებობს. მისივე თქმით,  ასევე იწყება პირველი ტექნიკური კვლევები ვაზიანის, როგორც ახალი აეროპორტის ალტერნატიული ლოკაციის  შესასწავლად.

მისი თქმით, ვაზიანში აეროპორტის შესაძლო განვითარების შესაძლებლობების პირველ ტექნიკურ კვლევებს მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH ჩაატარებს. კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს ეკონომიკის სამინისტროში გამართა, რომელსაც ასევე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვიწყებთ ვაზიანის ტერიტორიის, როგორც დედაქალაქის აეროპორტის განვითარებისთვის შესაძლო ალტერნატიული ლოკაციის შესწავლას - ტექნიკური კვლევები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, თუ სად და რა ფორმით მოხდება ქვეყნის მთავარი აეროპორტის პროექტის განხორციელება -  აშენდება ახალი აეროპორტი ვაზიანში, თუ გაფართოვდება არსებული აეროპორტი. ჩვენი მიზანია, რომ  ქვეყანას ჰქონდეს  მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტურ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო თუ სატვირთო ტერმინალებით და უპასუხებს იმ საავიაციო ტენდენციებს და მგზავრთა მოთხოვნებს, რაც იქნება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics