22:54 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 11:30:02, 830 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა ბერლინში გამართულ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გამართულ სამთავრობო მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ბერლინში გამართულ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გამართულ სამთავრობო მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში განხილულ იქნა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რასაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოში, ასევე ის სფეროები რომლებიც მომავალში იქნება თანამშრომლობის საგანი.

„ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის ბიომრავალფეროვნების დაცვა, დაცული ტერიტორიები და სატყეო მმართველობა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა გერმანული მხარის თანამშრომლობის მნიშვნელობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის ექსპორტის გაზრდის მიმართულებით.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მინისტრის მოადგილეები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მიადგილე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ქალაქ ბათუმის მერი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics