|
2023-06-20 10:06:25, 887 ნახვა
საზოგადოება
დედოფლისწყაროში ტყის ბუნებრივი აღდგენის ხელშეწყობის პროექტი განხორციელდება
ეროვნული სატყეო სააგენტო, კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა (CENN) და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) თანადაფინანსებით დედოფლისწყაროში ტყის აღდგენის პროექტს განახორციელებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, სამიზნე ტერიტორიად შერჩეულია 93 ჰა დეგრადირებული მუხნარი კორომი, სადაც ტყის ბუნებრივი აღდგენის ხელშეწყობის ღონისძიებები ჩატარდება. პროექტის ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის აღდგენის ღონისძიებებისთვის, საჭირო 30-მდე ერთეული აღჭურვილობა და ტექნიკა გადაეცა. ასევე, დაფინანსდნენ ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, რომლებიც სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ტყის ბუნებრივი აღდგენის ღონისძიებებში ჩაერთვებიან. „ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბების ზრდა სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და დღეისათვის, ამის საშუალებას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარიც“ გვაძლევს. დედოფლისწყაროში 93 ჰექტარზე მიმდინარე ტყის აღდგენის პროექტი ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითია. მნიშვნელოვანია რომ სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა იქნება დასაქმებული“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ. „ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა გვალვის რისკის შემცირებისა და მედეგობის ზრდისათვის“ - პროექტს გლობალურ დონეზე IUCN-ი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)