23:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-16 17:53:41, 1491 ნახვა

რეგიონი
კასპის მერი სოფელ ხოვლეში დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მჭედლიშვილი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ხოვლეში დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სოფელში 1 300 გრძივი მეტრი ორი შიდა საუბნო გზის მოხრეშვა - მოშანდაკების სამუშაოები ჩატარდა.

„ამჟამად 79 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს  რკინაბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა კიუვეტებით, რომლის ბიუჯეტი 11 035 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს   ინდ. მეწარმე დავით კოშაძე ასრულებს.

სამივე პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის  გადაწყვეტილებით იქნა მიღებული“,- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics