01:39 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 12:30:03, 713 ნახვა

საზოგადოება
სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბერბუკის ქუჩის N7-ში რეკრეაციული სივრცე მოეწყო

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბერბუკის ქუჩა N7-ში, 900 კვ.მ ფართობზე მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა განხორციელდა. შედეგად, ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საბურთალოს გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, LED განათების ქსელი დამონტაჟდა, ასევე, საპარკო სკამები და საფეხმავლო ბილიკები მოეწყო.

„სამუშაოების შედეგად, დაირგო 53 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. მოეწყო სარწყავი სისტემა და 550 კვადრატულ მეტრზე ჰიდროთესვის პრინციპით ბალახი დაითესა.

პროექტის ღირებულება 274 704 ლარია, რომელიც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და შპს „ლაგომ“ შეასრულა.

დასრულებული სამუშაოები რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ დაათვალიერა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics