10:45 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 10:16:56, 1807 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - ოკუპანტების მიერ გაშვებული 20-ვე დრონი და ფრთოსანი რაკეტა გავანადგურეთ

რუსი ოკუპანტების მიერ 15 ივნისის ღამის საჰაერო თავდასხმის დროს გაშვებული Shahed-ის 20-ვე დრონი, 4 ფრთოსანი რაკეტიდან 1 და Orlan-10-ის ტიპის სადაზვერვო დრონი გავანადგურეთ,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათი ცნობით, ოთხმა Tu-95ms-მა თვითმფრინავმა განახორციელა Kh-101/Kh-555 ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება კასპიის ზღვიდან.

"15 ივნისს, ღამის 00:20 საათიდან 04:30 საათამდე, რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ უკრაინას Kh-101/Kh-555-ის საჰაერო საკრუიზო რაკეტებით და Shahed-136/131-ის დრონებით. ოთხმა Tu-95ms-მა სტრატეგიულმა საავიაციო თვითმფრინავმა კასპიის ზღვიდან ოთხი X-101/X-555-ის საკრუიზო რაკეტა გაუშვა. ერთ-ერთი რაკეტა განადგურდა, დანარჩენი კი დნეპროპეტროვსკის რეგიონში სამრეწველო ობიექტებს მოხვდა. 

ირანული Shahed-ები მტერმა ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებიდან გაუშვა. 20-ვე თავდასხმის დრონი განადგურდა.

გარდა ამისა, განადგურდა მოწინააღმდეგის Orlan-10-ის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც აწარმოებდა საჰაერო დაზვერვას აღმოსავლეთის მიმართულებით",- აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics