18:16 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-12 22:02:58, 985 ნახვა

მსოფლიო
სომხეთმა რუსეთში ექსპორტი 187%-ით გაზარდა, მისი მნიშვნელოვანი წილი რეექსპორტზეა

სომხეთიდან რუსეთში ექსპორტი 2022 წელს წინა წელთან შედარებით, 187%-ით გაიზარდა.  ამის შესახებ,  სომხეთის პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ხოჰანისიანმა განაცხადა.

„2021 წელთან შედარებით, 2022 წელს, რუსეთის ფედერაციაში ექსპორტის ზრდამ 187% შეადგინა“, - განაცხადა ხოჰანისიანმა.

მისი განმარტებით, უმეტესი ნაწილი რეექსპორტზე მოდის, ხოლო სომხური პროდუქციის ექსპორტმა ხელი შეუწყო მთლიანი მაჩვენებლის 47 პროცენტული პუნქტით ზრდას.

მანამდე სომხეთის სტატისტიკურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ 2022 წელს ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, სტატისტიკის მიხედვით, 14,12 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2021 წელთან შედარებით 68,6%-ით გაიზარდა. ექსპორტმა 5,36 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა (ზრდა 77,7%), იმპორტი - 8,76 მლრდ-ზე მეტი (ზრდა 63,5%).

2023 წლის მაისში ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, რომ რუსეთი სანქცირებულ საქონელს მეზობლების მეშვეობით იღებს. „შავი სიიდან“ საქონლის რეექსპორტის ქვეყნებს შორის მან სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი დაასახელა. ჯენტილონიმ განმარტა, რომ ევროკავშირიდან ამ ქვეყნებში საქონლის იმპორტი რუსეთში ექსპორტთან შედარებით გაიზარდა.

მანამდე გამოცემა "კომერსანტი" იტყობინებოდა, რომ რუსულ იურიდიულ პირებს საზღვარგარეთიდან საქონლის გადახდის პრობლემა ჰქონდათ. გაზეთის ცნობით, სომხეთის, ჰონგ კონგისა და ყაზახეთის ბანკებმა მეორადი სანქციების შიშის გამო სერვერების, ჩიპების, პროცესორების და სხვა ელექტრონიკის გადახდების დაბლოკვა დაიწყეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics