00:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-12 11:40:21, 1492 ნახვა

რეგიონი
აჭარის შესახებ სტატიები, ბლოგები და რეპორტაჟები ისრაელსა და პოლონეთში გამოქვეყნდება

აჭარაში მოგზაურობის შესახებ ებრაელი და პოლონელი ჟურნალისტები მასალებს ამზადებენ. ისინი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ჟურნალისტები უკვე სტუმრობდნენ ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, პეტრას ციხეს, დელფინარიუმს, ასევე მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი ღვინო და კერძები დააგემოვნეს, ფოლკლორ შოუს დაესწრნენ და ქედის ტურისტული ადგილები მოინახულეს. პრესტურის ბოლოს ჟურნალისტებმა მტირალას ეროვნული პარკი დალაშქრეს და იქ არსებული ტურისტული სერვისებით ისარგებლეს.

„მედიატურის მონაწილეებს შორის არიან პოლონეთისა და ისრაელის წამყვანი ვებპორტალების, ტელევიზიის, რადიოს ჟურნალისტები და ცნობილი ბლოგერები,  რომელთა მიერ მომზადებული სტატიები, ბლოგები და რეპორტაჟები ივნისის განმავლობაში გამოქვეყნდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით  პრეს-ინფოტურების ორგანიზებას სამიზნე ქვეყნებიდან აქტიურად გააგრძელებს. მიმდინარე წელს, აჭარას უკვე სტუმრობდა სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი ჟურნალისტები. 2022 წელს, რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმროდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics