23:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 15:33:04, 1208 ნახვა

რეგიონი
კასში, სოფელ ახალციხის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს  მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე ადგილზე გაეცნენ.

მათივე ცნობით, პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან 78 222 ლარის ფარგლებში ფინანსდება და  შპს „გურიამშენი“ ახორციელებს.

სკოლა დღემდე გასათბობად შეშის ღუმელებს იყენებდა. „პროექტის დასრულება უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას“ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics