23:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-07 11:13:54, 1295 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე მაიამი დეიდის პორტის და საერთაშორისო აეროპორტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მაიამი დეიდის პორტის დირექტორს ჰაიდი ვებს და ავიაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მაიამის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორ რალფ ქიუთის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, აჭარის მთავრობის დელეგაცია ადგილზე გაეცნო პორტის და აეროპორტის მუშაობას, სიახლეებსა და ახალ ტექნოლოგიებს. შეხვედრისას მხარეებმა გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

"მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი მსოფლიოს საკრუიზო დედაქალაქად წოდებული მაიამის პორტის მუშაობას და მიმდინარე ოპერაციებს.

გვაქვს არაერთი საინტერესო წინადადება ამ მიმართულებით, რომელიც ბათუმს კიდევ უფრო დაეხმარება მდგრადი ტურიზმის მშენებლობაში.

იგეგმება მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომელიც კიდევ უფრო მდგრადს გახდის ეკონომიკურ თანამშრომლობას და კიდევ უფრო მეტ იმპულსს შესძენს ბიზნეს-ურთიერთობებს",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ცნობით, მსოფლიო საკრუიზო დედაქალაქად წოდებულ მაიამის პორტს, ყველაზე დიდი საკრუიზო გემების პორტი აქვს. მნიშვნელოვანია მაიამის აეროპორტის გამოცდილებისა და სიახლეების გაზიარება, რომელიც ამერიკის ყველაზე დატვირთულ ლოკაციად ითვლება საერთაშორისო მგზავრების და საერთაშორისო ფრენების კუთხით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics