20:25 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 15:06:52, 903 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - ვხედავთ, რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში - როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში [ვიდეო]

ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და რა ხდება საქართველოში - როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მეორე სამიტის ფარგლებში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ყველა ევროპული ქვეყანა, რომლის დაპყრობაც რუსეთს სურს, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი უნდა გახდეს.

"ყველა ევროპული ქვეყანა, რომლის დაპყრობაც რუსეთს უნდა, უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. არსებობს ორი ალტერნატივა - ან ღია ომი ან მცოცავი ოკუპაცია. ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და რა ხდება საქართველოში - როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში.

უკრაინელებს, რომლებიც აჩვენებენ მათ ერთგულებას თავისუფლების მიმართ, ერთიან ევროპულ ღირებულებებს თავიანთი სისხლით იცავენ, ჯერ კიდეც არ მიუღიათ მკაფიო პასუხი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე. მათი იმედები ილუზორული ხდება - იფიქრეთ ამ იმედგაცრუებაზე",- განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, მოლდოვა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მეორე სამიტს მასპინძლობს. პირველი შეხვედრა 2022 წლის ოქტომბერში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტის პირადი მონაწილეობა სამიტში ოფიციალურად ბოლო დრომდე უსაფრთხოების მიზნით არ დასტურდებოდა. 

სამიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება. მთავრობის მეთაური მოლდოვაში გუშინ, 31 მაისს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics