19:24 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 23:13:11, 1590 ნახვა

ომი უკრაინაში
მალიარი - ბახმუტში მტრის შეტევითი მოქმედებების ინტენსივობა არსებითად შემცირდა

ბახმუტში მტრის შეტევითი მოქმედებების ინტენსივობა არსებითად შემცირდა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

როგორც მალიარი აღნიშნავს, ვლადიმერ პუტინი "ვაგნერის" დაჯგუფების დანაყოფებს რეგულარული დანაყოფებით ანაცვლებს, რითაც ცდილობს, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია დაასტაბილუროს.

„მტრის შეტევითი მოქმედებების ინტენსივობა არსებითად შემცირდა, ვინაიდან ის ანაცვლებს ვაგნერელების ჯარს რეგულარული დანაყოფებით და ცდილობს, დაასტაბილუროს თავდაცვა ამ მიმართულებით. ჩვენი ჯარები თავიანთი მოქმედებებით საგრძნობლად ურთულებენ მტერს ამ პროცესს. ამავე დროს, მტრის საარტილერიო ცეცხლის ინტენსივობა არ შემცირებულა“, -წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics