02:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 18:21:26, 1906 ნახვა

სხვადასხვა
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ბერნარ არნომ დღეს 11 მილიარდი დოლარი დაკარგა

ფრანგმა ბერნარ არნომ, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH) კომპანიების ჯგუფის მფლობელმა, ერთ დღეში 11,2 მილიარდი დოლარი დაკარგა.

ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

LVMH-ის დამფუძნებელს, რომლის ბრენდებს შორისაა Louis Vuitton-ის ჩანთები, Moet & Chandon შამპანურები და კრისტიან დიორის კაბები, 2023 წლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში მისი სიმდიდრე გაიზარდა, რადგან ევროპული ფუფუნების საქონლის კომპანიების აქციების ფასები გაიზარდა.

სამშაბათს, 23 მაისს, LVMH-ის აქციები 5%-ით დაეცა იმის გამო, რომ აშშ-ს დასუსტებული ეკონომიკა შეამცირებს მოთხოვნას ფუფუნების პროდუქტებზე. ამიტომ არნომ დღეში 11,2 მილიარდი დოლარი დაკარგა.

ამავდროულად, მიუხედავად ასეთი დაცემისა, Bloomberg-ის ცნობით, დღეს არნოს ქონება 192 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ის კვლავ პირველ ადგილზეა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში.

წელს არნოს ქონება 29,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

ცოტა ხნის წინ Louis Vuitton Moët Hennessy-ის საბაზრო ღირებულებამ 500 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რითაც LVMH გახდა პირველი კომპანია ევროპაში, რომელმაც მიაღწია ასეთ მაღალ ნიშნულს.

ამან საშუალება მისცა Louis Vuitton-ის მფლობელს, ბერნარ არნოს, Forbes-ის მიხედვით მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გამხდარიყო. ერთი წლის შემდეგ მან მოახერხა მესამე ხაზიდან პირველზე ასვლა. გასულ წელს ბერნარდ არნო ელონ მასკის და Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსს ჩამორჩებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics